რა არის ტეტანია?
ტეტანია არის სიმპტომი, რომელიც მოიცავს კუნთის უნებლიე შეკუმშვას და მეტისმეტად სტიმულირებულ პერიფერიულ ნერვს.
გამომწვევი მიზეზია ორგანიზმში ელექტროლიტების დისბალანსი - ყველაზე ხშირად ყალიბდება კალციუმის დაბალი დონის ფონზე.
პაციენტს აწუხებს შემდეგი ჩივილი (მსუბუქი სიმპტომები):
- დაბუჟება პირის ღრუს გარშემო;
- კუნთის სპაზმი;
- კიდურებში წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება.
ტეტანიის მწვავე ნიშნებია:
- ლარინგოსპაზმი;
- ბრონქოსპაზმი;
- მტკივნეული კუნთების კრუნჩხვა;
- ღებინება;
- შეტევა;
- არითმია.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ტეტანია არ არის სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომი, თუმცა ზოგჯერ რისკი გაცილებით მაღალია, შესაბამისად, მწვავე მიმდინარეობის დროს გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება.
მწვავე ეპიზოდი შესაძლოა გადაიზარდოს ისეთ რთულ და სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიაში როგორიცაა ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი.
წყარო: