რა არის ლარინგოსპაზმი?
ლარინგოსპაზმი არის მდგომარეობა, როდესაც ხმის იოგებზე სრულიად მოულოდნელად სპაზმი ვითარდება (უნებლიე შევიწროება). შედეგად, დროებით, სასუნთქი გზები ბლოკირებულია, შესაბამისად, ადამიანს უჭირს სუნთქვა თუ საუბარი.
იგი იშვიათი მოვლენაა და როგორც წესი, შეტევის ეპიზოდი 60 წამზე ნაკლები დროის განმავლობაში მიმდინარეობს.
თავისთავად სიმპტომებიდან გამომდინარე ლარინგოსპაზმი უსიამოვნოა, თუმცა ჩვეულებრივ, არ იწვევს სერიოზულ პრობლემებს, გართულებებს.
ლარინგოსპაზმის მქონე პირები შეტევას აღწერენ როგორც მოგუდვის, დახრჩობის შეგრძნების მსგავსს.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი უცნობია. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შემდეგი დაავადებების თუ მდგომარეობის სიმპტომია:
- ასთმა;
- ქრონიკული მჟავა რეფლუქსი;
- სტრესი ან შფოთვითი დარღვევა, აშლილობა;
- ძილთან დაკავშირებული ლარინგოსპაზმი;
- ანესთეზია;
- ლარინგეალური ჰიპერსენსიტიურობა.
რადგანაც ლარინგოსპაზმი ყოველგვარი გამაფრთხილებელი წინაპირობის გარეშე და სრულიად მოულოდნელად აღმოცენდება, თითქმის შეუძლებელია საპრევენციო ღონისძიებების გატარება. თუმცა თუ ერთხელ მაინც გქონიათ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს - მედიკოსი შეძლებს დაადგინოს გამომწვევი მიზეზი, შესაბამისად, მოძებნის მეთოდს რისკის შესამცირებლად.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22406-laryngospasm