ჰიპოკალცემია - გამომწვევი მიზეზები

ჰიპოკალცემია - გამომწვევი მიზეზები

სისხლში კალციუმის დაბალ დონეს სამედიცინო ენაზე ჰიპოკალცემია ეწოდება.

ამ მდგომარეობის დროს სისხლში (და არა ძვალში) კალციუმის დონე ძალიან დაქვეითებულია.

პათოლოგია ყალიბდება არაერთი დაავადების გამო.

დიაგნოზი შეიძლება დაისვას ნებისმიერ ასაკში - თუ პაციენტი ჩვილია, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს გენეტიკურ დარღვევასთან.

ჰიპოკალცემიის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ჰიპოპარათირეოზი;
  • D ვიტამინის დეფიციტი;
  • თირკმლის უკმარისობა.

სხვა მიზეზებია:

  • ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი მოვლენა);
  • ფსევდოჰიპოპარათიროიდიზმი;
  • ჰიპომაგნემია;
  • პანკრეატიტი;
  • ზოგიერთი იშვიათი გენეტიკური დარღვევა.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:

  • კალციუმის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში;
  • შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა ანალიზებიც (სისხლის ანალიზი მაგნიუმის, ფოსფორის, D ვიტამინის, ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის დონის შესამოწმებლად);
  • ელექტროკარდიოგრამა;
  • კვლევა ძვლის მდგომარეობის შესასწავლად, მაგალითად, ხომ არ აქვს პაციენტს ძვალში კალციუმის პრობლემა.

მკურნალობის კურსი, ძირითადად, მოიცავს კალციუმის დანამატების მიღებას (დაუშვებელია თვითმკურნალობა, მედიკამენტს და დოზას გინიშნავთ ექიმი შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე).

ჰიპოკალცემიის მართვა შესაძლებელია - სიმპტომები ალაგდება, როდესაც კალციუმის დონე ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

 

 

 

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23143-hypocalcemia