რა ფუნქციას ასრულებს ღვიძლი?

რა ფუნქციას ასრულებს ღვიძლი?

ეს უნდა იცოდეთ.

ღვიძლი დიდი ორგანოა მუცლის ღრუში, რომელსაც ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. იგი ჯირკვლადაც მიიჩნევა, რადგანაც გამოიმუშავებს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ქიმიკალებს.

ზოგიერთი დაავადებისა და ცხოვრების წესის გამო ღვიძლი ზიანდება. რასაკვირველია, რიგი საპრევენციო ღონისძიებების გატარებით ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს ჯანმრთელობაზე ზრუნვა შესაძლებელია.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ორგანიზმში არაერთ ფუნქციას ასრულებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი:

  • სისხლს ასუფთავებს ტოქსინებისგან;
  • გაშორებთ ძველ ერითროციტებს;
  • წარმოქმნის სითხეს, რომელიც აუცილებელია საკვების მონელებისთვის;
  • მონაწილეობს ცილებისა და ცხიმის წარმოქმნაში;
  • გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისთვის;
  • იმარაგებს გლიკოგენსა (ენერგიის წყარო) და ვიტამინებს.

ღვიძლზე უარყოფითად აისახება:

  • ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება;
  • ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება;
  • ზოგიერთი მემკვიდრული პათოლოგია;
  • ღვიძლის კიბო;
  • ავტოიმუნური ჰეპატიტი;
  • ვირუსული ინფექციები და სხვა.

ღვიძლის პრობლემის სიმპტომებია:

  • სიყვითლე;
  • სილურჯეებისკენ მიდრეკილება;
  • სითხე მუცელში;
  • კანის ქავილი;
  • დაბალი არტერიული წნევა;
  • ტკივილი მუცლის არეში;
  • ფეხების შეშუპება;
  • კანკალი;
  • სისუსტე;
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • ადამიანს უჭირს ბალანსის შენარჩუნება;
  • დაბნეულობა.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/articles/21481-liver