სიმაღლის შიში

სიმაღლის შიში

რა არის აკროფობია?

სიმაღლის შიშს სამედიცინო ენაზე აკროფობია ეწოდება.

აკროფობია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა - სიმპტომები მართვადია, ეფექტურია ფსიქოთერაპია.

ამ დიაგნოზის მქონე პირებს ძალიან ეშინიათ სიმაღლის და შეძლებისდაგვარად თავს არიდებენ ისეთ გარემოში ყოფნას, რომელიც ფობიის ნიშნებს ამწვავებს.

რასაკვირველია, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს დისკომფორტი, როდესაც გარკვეული სიმაღლიდან დაბლა იყურება, თუმცა აკროფობია გაცილებით მძაფრი სიმპტომებით ვლინდება, მაგალითად, პაციენტს აშინებს თუნდაც აივანთან ახლოს ყოფნა.  

სიმაღლის შიშის მქონე პირს ეშინია:

  • კიბეზე ასვლის;
  • ხიდის გადაკვეთის;
  • ატრაქციონის, რომელიც სიმაღლეზე ადის (მაგალითად, ამერიკული მთები);
  • აივანთან ახლოს ყოფნის;
  • შენობის სახურავის;
  • ფანჯრიდან გადმოხედვის და სხვა.

აკროფობიის სიმპტომებია:

  • შიში და შფოთვა;
  • განცდა, რომ სიმაღლიდან გადმოვარდება ან რამე ცუდი შეემთხვევა;
  • გარემოდან (რომელიც სიმაღლეს უკავშირდება) გაქცევის სურვილი;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • კანკალი.

 

 

 

წყარო:    

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21956-acrophobia-fear-of-heights