თრომბი

თრომბი

რა არის თრომბი?

თრომბი ფორმირდება ვენებში ან არტერიებში. როგორც წესი, ყალიბდება სისხლძარღვის ტრავმის, დაზიანების ფონზე.

სიმპტომები და მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია, დამოკიდებულია იმაზე თუ სხეულის რომელ არეში განვითარდა და რა ტიპის დაზიანება გამოიწვია.

სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიების პრევენცია.

თრომბის რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად (უფრო ხშირია 65 წელს გადაცილებულ პირებში). პათოლოგიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს, რისკს ზრდის ქირურგიული ჩარევა, ტრავმა, კლინიკაში ხანგრძლივი დაყოვნება, თამბაქო, ჭარბი წონა, არააქტიური ცხოვრების წესი და სხვა.  

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში უსიმპტომოა, თუმცა თუ სიმპტომურად გამოვლინდა, ახასიათებს შემდეგი:

  • მუცლის არე (ტკივილი, გულისრევა ან ღებინება);
  • ხელები და ფეხები (შეხებისას ტკივილი ან სისუსტე, შეშუპება, სიწითლე, სიმხურვალის შეგრძნება);
  • ტვინი (მეტყველების უნარის გაუარესება, მხედველობის პრობლემები, პაციენტს უჭირს გადაადგილება, უჩივის დაბუჟებას სხეულის ერთ მხარეს, შეტევა);
  • გული და ფილტვები (ტკივილი გულმკერდის არეში, ოფლიანობა, სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის პრობლემა, სისხლიანი ნახველი).

თრომბისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა დაავადებების ნიშნებს, შესაბამისად, რამდენიმე კვლევაა რეკომენდებული ზუსტი დიაგნოზის იდენტიფიცირებისთვის.

ინიშნება:

  • სისხლის ანალიზი;
  • ულტრაბგერა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

 

წყარო:         

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17675-blood-clots