კუჭის ხშირი მოქმედება

კუჭის ხშირი მოქმედება

გამომწვევი მიზეზები.

კუჭის ხშირი მოქმედება არის მდგომარეობა, როდესაც ნაწლავის დაცლა უჩვეულოდ ხშირად გიწევთ.

თუ სხვა სიმპტომები არ გაწუხებთ, სავარაუდოდ, კუჭის ხშირი მოქმედების მიზეზია ცხოვრების წესის ცვლილება (მაგალითად, მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები).

სიმპტომური მიმდინარეობის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზია ზოგიერთი დაავადება.

კუჭის ხშირი მოქმედების (რომელსაც თან ახლავს სხვა სიმპტომებიც) მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • სალმონელას ინფექცია;
  • მწვავე ენტერიტი;
  • ლამბლიოზი;
  • ცელიაკიის დაავადება;
  • კრონის დაავადება;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა;
  • ჰიპერთირეოზი;
  • წყლულოვანი კოლიტი.

მიმართეთ ექიმს თუ კუჭის ხშირ მოქმედებას თან ერთვის შემდეგი სიმპტომები:

  • წყლიანი განავალი;
  • მუცლის ტკივილი;
  • სისხლი ან ლორწო განავალში.

 

 

წყარო:         

https://www.mayoclinic.org/symptoms/frequent-bowel-movements/basics/definition/sym-20050720