თირკმლის ტკივილი

თირკმლის ტკივილი

რას ნიშნავს თირკმლის ტკივილი?

თირკმლის ტკივილი არის დისკომფორტი, უსიამოვნო შეგრძნება თირკმლის არეში.

პაციენტს აწუხებს სხვადასხვა სიმპტომი, თუმცა ყველაზე გავრცელებულია შემდეგი:

  • მუდმივი, ყრუ ტკივილი ზურგის არეში;
  • ტკივილი გვერდებში, ნეკნის ქვეშ ან მუცლის არეში;
  • ერთგვარი ტალღისებრი, მწვავე ან მჭრელი ტკივილი;
  • ტკივილი, რომელიც ვრცელდება საზარდულის არეში.

გაითვალისწინეთ, თირკმლის ტკივილს ხშირად თან ერთვის გულისრევა ან ღებინება (განსაკუთრებით მაშინ თუ ტკივილი გამოწვეულია თირკმლის კენჭების გამო).

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • თირკმლის კენჭები;
  • შარდის შეკავება;
  • ვეზიკოურეტერალური რეფლუქსი;
  • მენჯ-შარდსადენი სეგმენტის ობსტრუქცია;
  • შარდსაწვეთის არხის შევიწროება;
  • თირკმლის ინფექცია;
  • თირკმლის პოლიკისტური დაავადება;
  • ტრავმა ან დაზიანება თირკმლის არეში და სხვა.

მიმართეთ ექიმს თუ მუდმივად გაწუხებთ თირკმლის ტკივილი ან გაქვთ ზურგის ტკივილი, რომელსაც რომელიმე ეს სიმპტომი ერთვის:

  • სიცხე;
  • გულისრევა ან ღებინება, რომლის გამოც გიჭირთ საკვების თუ სითხის მიღება;
  • უჩვეულო შეფერილობის შარდი;
  • ტკივილი მოშარდვის დროს;
  • სისხლი შარდში;
  • ხშირი შარდვის სურვილი;
  • საერთო სისუსტე, ცუდად ყოფნის შეგრძნება.

 

 

 

წყარო:                

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/17688-kidney-pain