დაბუჟება - როდის მივმართოთ ექიმს?

დაბუჟება - როდის მივმართოთ ექიმს?

რას ნიშნავს დაბუჟება, მგრძნობელობის დაკარგვა?

ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კარგავს შეგრძნებას სხეულის რომელიმე არეში.

დაბუჟება შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი.

ჩვეულებრივ, ნერვის პრობლემაზე მიგვანიშნებს, ამასთან, სავსებით მოსალოდნელია სხვა დაავადების სიმპტომი იყოს.

დაბუჟება შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი პათოლოგიების გამო:

  • ოსტეოპოროზი;
  • ზურგის ტვინის კომპრესია;
  • მალთაშუა დისკის თიაქარი;
  • დიაბეტი;
  • ზოგიერთი ინფექცია;
  • თირკმლის დაავადება;
  • მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი მოვლენა);
  • გაფანტული სკლეროზი;
  • ინსულტი;
  • ართრიტი;
  • სიმსივნე;
  • ცხოველის ან მწერის ნაკბენი;
  • ტოქსინები და სხვა.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ დაბუჟებას თან ერთვის შემდეგი სიმპტომები:

  • დაბნეულობა;
  • პაციენტს უჭირს შარდის ბუშტის ან კუჭის მოქმედების გაკონტროლება;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • მგრძნობელობის დაკარგვა სახეზე, სხეულზე;
  • მეტყველებასთან ან მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები;
  • უეცარი სისუსტე;
  • დამბლა;
  • გონების დაკარგვა.

სასწრაფო სამედიცინო ჩარევაა აუცილებელი თუ:

  • დაბუჟების შეგრძნება ჩამოყალიბდა სრულიად მოულოდნელად;
  • დაბუჟებას ადგილი აქვს თეძოს, გენიტალიების, დუნდულის არეში;
  • მგრძნობელობა დაკარგეთ ერთ მკლავში, ერთ ფეხში ან სხეულის ერთ გვერდში;
  • დაბუჟება გულმკერდის ქვედა არეში;
  • დაბუჟება თუ სისუსტე სწრაფად ვრცელდება სხეულის სხვა არეში.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დაბუჟება ნაკლებად ურგენტულია, თუმცა ექიმის კონსულტაციის გავლას გირჩევთ თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • დაბუჟებას ვერაფერს უკავშირებთ, ანუ გიჭირთ გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება;
  • დაბუჟება ჩნდება განმეორებითი მოძრაობის დროს;
  • დაბუჟების ფონზე პაციენტი კარგავს ძალას ან უჭირს კუნთის კონტროლი;
  • მგრძნობელობის დაკარგვას თან ერთვის გამონაყარი.

 

 

 

 

წყარო:            

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/21015-numbness