ვაგინალური სისხლდენა

ვაგინალური სისხლდენა

რა არის ვაგინალური სისხლდენა?

ვაგინალური სისხლდენა არის ნებისმიერი სისხლდენა ვაგინალური არედან.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ამ ტიპის სისხლდენა არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან.

პათოლოგიურ ვაგინალურ სისხლდენად ითვლება ნებისმიერი სისხლდენა, რომელიც ფიქსირდება მენსტრუაციის პერიოდებს შორის ან არ აქვს კავშირი ნორმალურ ციკლთან.

ვაგინალური სისხლდენის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, არის თვითნებური და მოსალოდნელია თან ერთვოდეს ტკივილი ან სხვა სიმპტომები.

ვაგინალური სისხლდენის (სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან) გამომწვევი მიზეზებია:

  • ზოგიერთი დაავადება;
  • ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი მოვლენა);
  • ორსულობა;
  • ჰორმონები;
  • მენოპაუზა;
  • ტრავმა, დაზიანება;
  • ინფექცია.

გაითვალისწინეთ, სტრესი უარყოფით გავლენას ახდენს ჰორმონების დონეზე და ხელს უწყობს არარეგულარულ მენსტრუაციას, ასევე ვაგინალური სისხლდენის რისკ-ფაქტორია.

 

 

წყარო:        

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/17899-vaginal-bleeding