რა არის ჰორმონული დისბალანსი?
ჰორმონული დისბალანსი არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ჰორმონების რაოდენობა რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლებია.
ჰორმონი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ქიმიკალია და სიგნალის მატარებელი ორგანოებისთვის, კანისთვის, კუნთებისა და სხვა ქსოვილებისთვის - ჰორმონები გზავნის სიგნალს თუ რა და როდის გააკეთოს ორგანიზმმა.
ჰორმონები აკონტროლებს სხვადასხვა პროცესს, კერძოდ:
- მეტაბოლიზმს;
- მუდმივ შინაგან ბალანსს;
- ზრდასა და განვითარებას;
- სექსუალურ ფუნქციას;
- რეპროდუქციულ ჯანმრთელობას;
- ძილისა და გაღვიძების ციკლს;
- განწყობას.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ჰორმონული დისბალანსი დროებითია, ხოლო ზოგჯერ ქრონიკული ფორმა აქვს.
მოგეხსენებათ, ორგანიზმი შედგება რამდენიმე ათეული ჰორმონისგან და თითოეული სხვადასხვა ორგანოსა თუ სისტემაზე ახდენს გავლენას, შესაბამისად, სიმპტომებიც ინდივიდუალურია, ნიშნები დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ტიპის ჰორმონული დისბალანსი გაქვთ.
ყველაზე გავრცელებული ჩივილია:
- ტაქიკარდია;
- უმიზეზო წონის კლება ან მატება;
- დაღლილობა;
- შეკრულობა;
- დიარეა;
- დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში;
- ნორმაზე მაღალი ქოლესტეროლის დონე;
- დეპრესია ან შფოთვა;
- გიჭირთ აიტანოთ ცივი ტემპერატურა ან თბილი ამინდი;
- მშრალი კანი;
- უხეში თმა;
- მუქი კანი იღლიაში, კისრის ან ზურგის არეში;
- კანზე პატარა წანაზარდები;
- ხშირი შარდვა;
- წყურვილის ძლიერი გრძნობა;
- აკნე;
- თმის ცვენა;
- ალები;
- არარეგულარული ციკლი;
- ინტერესის დაკარგვა ინტიმური კავშირის მიმართ;
- ვაგინალური სიმშრალე და სხვა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22673-hormonal-imbalance