რა არის ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება?
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გავრცელებული პათოლოგიაა, რომლის დროსაც ამ ორგანოში ჭარბი რაოდენობით ცხიმი გროვდება.
ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და არ იწვევს სერიოზულ გართულებებს, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ღვიძლის დაზიანების მიზეზი ხდება.
თუ სიმპტომურად გამოვლინდა, პაციენტს აწუხებს შემდეგი ნიშნები:
- მუცლის ტკივილი ან სისავსის შეგრძნება მუცლის ზედა მარჯვენა არეში;
- გულისრევა, მადის დაქვეითება ან წონის კლება;
- სიყვითლე;
- მუცლისა და ფეხების შეშუპება;
- დაბნეულობა ან ძლიერი დაღლილობა;
- სისუსტე.
ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება დროთა განმავლობაში მწვავდება და 3 სტადიად პროგრესირებს:
- ღვიძლის ანთებითი პროცესი;
- ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირება;
- ციროზი.
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ორი ფორმა არსებობს:
- ღვიძლის ალკოჰოლური გაცხიმოვნება;
- ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება.
დაავადების რისკ-ფაქტორებია:
- ჭარბი წონა, სიმსუქნე;
- დიაბეტი ტიპი 2 ან ინსულინრეზისტენტობა;
- მეტაბოლური სინდრომი;
- ზოგიერთი მედიკამენტი (გვერდითი მოვლენა).
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15831-fatty-liver-disease