შებერილობა - გამომწვევი მიზეზები

შებერილობა - გამომწვევი მიზეზები

რა იწვევს მუცლის შებერილობას?

შებერილობის დროს ადამიანს აქვს შეგრძნება თითქოს მუცელი სავსე ჰქონდეს ან უჩივის ერთგვარ დაჭიმულობას.

მუცლის შებერილობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • დიარეა;
  • შეკრულობა;
  • შეშუპება;
  • ჭარბი აირები;
  • სპაზმი;
  • ბოყინი.

არაერთი მიზეზის ფონზე ყალიბდება. ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორებია:

 

  • დიდი რაოდენობით მარილიანი საკვები;
  • ჭარბი ნახშირწყლები; 
  • დიდი რაოდენობით გაზიანი სასმელი.

 

რეგულარული შებერილობის გამომწვევი მიზეზებია:

  • ცელიაკიის დაავადება;
  • ლაქტოზის აუტანლობა;
  • შეკრულობა;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ჰორმონები (ციკლის წინ ან მენოპაუზის დროს);
  • ჰელიკობაქტერ პილორის ინფექცია;
  • ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი მოვლენა);
  • წონის მატება;
  • სტრესი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, სიმპტომი არ ალაგდა.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ შებერილობასთან ერთად უჩივით შემდეგ ნიშნებს:

  • დიარეა;
  • ქრონიკული ან მწვავე მუცლის ტკივილი;
  • სისხლი განავალში;
  • შეიცვალა კუჭის მოქმედების სიხშირე ან განავლის ფერი უჩვეულოა;
  • უმიზეზოდ იკლებთ ან იმატებთ წონას;
  • მადის დაქვეითება;
  • უჩვეულოდ სწრაფად გრძნობთ დანაყრებას.

 

 

 

წყარო:

https://www.healthdirect.gov.au/bloating