თირკმლის ანთება

თირკმლის ანთება

როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

თირკმლის ანთება ტერმინია, რომელიც თირკმლის სხვადასხვა დაავადებას მოიცავს.

ძირითადი სიმპტომებია:

▪ შარდის რაოდენობის შემცირება; 
▪ ფეხებისა და სახის შეშუპება;
▪ სისხლი შარდში ან ამღვრეული შარდი;
▪ მაღალი არტერიული წნევა.

სხვა სიმპტომებია:

▪ საერთო სისუსტე; 
▪ აღლილობა;
▪ გულისრევა;
▪ ღებინება; 
▪ მაღალი სიცხე;
▪ თირკმლის არეში ტკივილი; 
▪ ფერმკრთალი კანი.

გამომწვევი მიზეზებია:

▪ თირკმელში მიმდინარე იმუნოლოგიური და ავტოიმუნური პროცესები; 
▪ ზოგიერთი მედიკამენტი;
▪ მეტაბოლური დარღვევები.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია: 

▪ სისხლისა და შარდის ლაბორატორიული ანალიზი;
▪ ულტრაბგერითი კვლევა;
▪ შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოფსია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

კურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, დაავადების სიმძიმეზე. ინიშნება შემდეგი: 

▪ ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში ანტიბიოტიკები;
▪ მაღალი წნევის შემთხვევაში შესაბამისი მედიკამენტები წნევის დასარეგულირებლად;
▪ დიალიზი.

მიმართეთ ექიმს თუ შეგაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:

▪ შარდის რაოდენობა შემცირებულია;
▪ სისხლი შარდში;
▪ შარდი უჩვეულოდ ამღვრეულია;
▪ ფეხებისა და სახის შეშუპება;
▪ მაღალი წნევა; 
▪ ტკივილი მუცლის ზედა არეში ან გვერდებში; 
▪ საერთო სისუსტე, ცუდად ყოფნის შეგრძნება.

 

წყარო:

https://www.css.ch/en/private-customers/my-health/health-glossary/conditions/kidney-inflammation.html