რა არის მონონუკლეოზი?
ინფექციური მონონუკლეოზი ცნობილია კოცნის დაავადების სახელწოდებითაც. ვირუსი ვრცელდება ნერწყვით.
მონონუკლეოზის რისკ-ჯგუფში შედიან თინეიჯერები და ახალგაზრდები - დიაგნოზი გავრცელებული სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფშია.
მსუბუქი სიმპტომების გამო, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში, პაციენტმა შესაძლოა ვირუსი გადაიტანოს ოფიციალური დიაგნოზის (არ ხდება დიაგნოსტირება) გარეშე. გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია პაციენტმა დაისვენოს და საკმარისი რაოდენობის სითხე მიიღოს. მონონუკლეოზის დროს ყურადღებაა საჭირო, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში იზრდება რიგი გართულებების, მაგალითად, ელენთის გადიდების რისკი.
შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- დაღლილობა;
- სიცხე;
- ფარინგიტი;
- შეშუპებული ლიმფური კვანძები (იღლიასა და კისერში);
- შეშუპებული ნუშურა ჯირკვლები;
- თავის ტკივილი;
- გამონაყარი კანზე;
- რბილი, შეშუპებული ელენთა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მონონუკლეოზი ვრცელდება ნერწყვით, შესაბამისად, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია დაიცვათ პირადი ჰიგიენა, რეგულარულად დაიბანოთ ხელები და არ აკოცოთ გარშემომყოფებს, ნუ ისარგებლებთ საერთო ჭურჭლით, საკვებით.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/mononucleosis/symptoms-causes/syc-20350328