ყივანახველა რესპირატორული ტრაქტის გადამდები ინფექციაა.
საწყის სტადიაზე პაციენტს აწუხებს გაციების მსგავსი ნიშნები, თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად მწვავდება სიმპტომებიც.
სასუნთქ გზებში სქელი ლორწოს დაგროვების ფონზე ყალიბდება უკონტროლო ხველა.
ინფექციას იწვევს ბაქტერია სახელწოდებით Bordetella Pertussis.
მიმართეთ ექიმს თუ ხანგრძლივი ხველის გამო გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:
- ღებინება;
- კანის გაწითლება ან გალურჯება;
- გრძნობთ რომ გიჭირთ სუნთქვა ან სუნთქვის პროცესში პაუზას აკეთებთ;
- უჩვეულო ხმა ჩასუნთქვისას.
მკურნალობა
რეკომენდებულია ჩვილების ჰოსპიტალიზირება, რადგან ყივანახველა განსაკუთრებით სახიფათოა ამ ასაკობრივ ჯგუფში. თუ ბავშვი ვერ ახერხებს სითხის ან საკვების ორგანიზმში რეკომენდებული დროით გაჩერებას, ექიმი დანიშნავს ინტრავენურ სითხეს. ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატარა პაციენტის იზოლირებაც გახდება საჭირო.
ზრდასრულებს შეუძლიათ იმკურნალონ სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
მოწოდებულია მედიკამენტებით (შესაბამისი ანტიბიოტიკები) მკურნალობა.
ექიმის დანიშნულების შესრულების პარალელურად, სახლში მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია:
- დაისვენეთ;
- დალიეთ წყალი, წვენი და მიირთვით წვნიანი;
- ხველის ფონზე ხშირია ღებინება, შესაბამისად, არ ჭამოთ ბევრი, მიირთვით მცირე რაოდენობით და ხშირად;
- ოთახში შეინარჩუნეთ სუფთა ჰაერი და მოერიდეთ ხველის გამომწვევ გამღიზიანებლებს;
- ინფექცია გარშემომყოფებს რომ არ გადასდოთ ხშირად დაიბანეთ ხელები, ისარგებლეთ ნიღბით.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/whooping-cough/diagnosis-treatment/drc-20378978