თუ გაწუხებთ კისრის ტკივილი

თუ გაწუხებთ კისრის ტკივილი

როგორ მკურნალობენ კისრის ტკივილს?

კისრის ტკივილი გავრცელებული ჩივილია და დისკომფორტი ჩნდება რიგი მიზეზების გამო.

იშვიათად რომ კისრის ტკივილი სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს.

როგორც წესი, კისრის ტკივილი სახლის პირობებში გატარებული სამკურნალო ღონისძიებების ფონზე მარტივად იკურნება, თუმცა თუ ჩივილი გამოწვეულია ტრავმით (ავარია, დაცემა და სხვა) აუცილებლად უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება. ამასთან, ექიმის კონსულტაცია გჭირდებათ თუ კისრის ტკივილი არის მწვავე, ვრცელდება სხეულის სხვა არეში და რამდენიმე დღის შემდეგაც კი არ გაუმჯობესდა ზოგადი მდგომარეობა.

დიაგნოსტირება

ექიმი შეისწავლის სამედიცინო ისტორიას, სიმპტომებს.

კისრის ტკივილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ეფექტურია შემდეგი კვლევები:

  • რენტგენი;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ანთების ან ინფექციის დასადგენად სისხლის ანალიზი.

მკურნალობა

მსუბუქი ტკივილის მართვა შესაძლებელია მედიკამენტებით (ექიმი დაგინიშნავთ ტკივილგამაყუჩებელს ან თუ საჭირო გახდება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს). წამლის მიღებისას გაითვალისწინეთ მკურნალი ექიმის მითითება - დაუშვებელია თვითნებურად შეცვალოთ დოზა.

სასარგებლოა ფიზიოთერაპიის კურსი - ფიზიოთერაპევტი გასწავლით როგორ დაიჭიროთ სხეულის სწორი პოზა, რომელი ვარჯიშები გააკეთოთ კისრის გასაჭიმად.

ტკივილის შესამსუბუქებლად რეკომენდებულია მეთოდი, რომელიც ცნობილია კანის შიდა ელექტრული ნერვის სტიმულაციის სახელწოდებით. მკურნალობის ამ მეთოდის დროს ექიმი ელექტროდებს კანზე, მტკივნეულ არესთან ახლოს ანთავსებს და დისკომფორტის მოსახსნელად მცირე ელექტრულ იმპულსებს გზავნის.

ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ სტეროიდული ინექციები - მედიკამენტი შეჰყავთ ნერვში, კუნთში ან სახსარში.

ძალიან იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში კისრის ტკივილის განკურნების ერთადერთ მეთოდად ოპერაცია მიიჩნევა.

წყარო:    

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/neck-pain/diagnosis-treatment/drc-20375587