დისლექსია სწავლის უნარის დარღვევაა.
დიაგნოზის გამო ადამიანს უჭირს კითხვა, რადგან სათანადოდ ვერ აღიქვამს წარმოთქმულ ბგერებს და მას ვერ აკავშირებს ასოებთან თუ სიტყვებთან.
სკოლის ასაკამდე ამ დარღვევისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ამოცნობა ძალიან რთულია - დისლექსია თვალსაჩინო ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი კითხვას სწავლობს.
დისლექსია წარმოიქმნება ინდივიდუალური სახეცვლილების გამო, რომელსაც ადგილი აქვს ტვინის იმ უბანში, რომელიც კითხვის უნართანაა დაკავშირებული.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დარღვევა მემკვიდრულია.
დისლექსია დაკავშირებულია გარკვეულ გენებთან, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ გადაამუშავებს ტვინი კითხვის უნარს.
საყურადღებო რისკ-ფაქტორია ოჯახური ისტორია, კერძოდ, თუ ანამნეზში ფიქსირდება დისლექსიის ან სწავლისა და კითხვის სხვა ტიპის დარღვევები, დიდია რისკი ეს დიაგნოზი ჩამოყალიბდეს.
სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია მიმართოთ სპეციალისტს.
არანამკურნალებელ კლინიკურ შემთხვევებში იზრდება რიგი გართულებების რისკი, მაგალითად:
- სკოლის მოსწავლე ჩამორჩება თანატოლებს სწავლის პროცესში;
- დაბალი თვითშეფასება;
- ქცევითი პრობლემები;
- შფოთვა;
- აგრესია;
- სოციალური და ეკონომიკური პრობლემები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dyslexia/symptoms-causes/syc-20353552