გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი - დიაგნოსტირება და მკურნალობა

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი - დიაგნოსტირება და მკურნალობა

რა უნდა იცოდეთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე?

იგი გავრცელებული დაავადებაა და მსხვილ ნაწლავს აზიანებს. ქრონიკული პათოლოგიაა, შესაბამისად, ხანგრძლივ და ადეკვატურ მართვას მოითხოვს.

დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხელშემწყობ ფაქტორებს განეკუთვნება: ნაწლავში კუნთის შეკუმშვა, ნაწლავის ანთება, მწვავე ინფექციები, მიკროფლორის და ჰორმონული ცვლილებები, ალერგიული რეაქცია, სტრესი.

დიაგნოსტირება

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტირების ერთი კონკრეტული მეთოდი არ არსებობს.

ექიმი დიაგნოსტირებას დაიწყებს სამედიცინო ისტორიის შესწავლით, ჩაატარებს ფიზიკურ გამოკვლევას და სხვა მდგომარეობების (ნაწლავის ანთებითი დაავადება და ცელიაკია) გამოსარიცხად დანიშნავს შესაბამის კვლევებს.

შესაძლოა დაინიშნოს განავლის ანალიზი, კოლონოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ლაქტოზის აუტანლობის ლაბორატორიული ანალიზი.

მკურნალობა

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობის კურსის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება.

მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში კვების რაციონის ცვლილება, ძილის მოწესრიგება, ფიზიკური აქტივობის ჩართვა, სტრესის მართვაა რეკომენდებული.

შედარებით მწვავე სიმპტომატიკის დროს ინიშნება შესაბამისი მედიკამენტები.

 

წყარო:      

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/irritable-bowel-syndrome/diagnosis-treatment/drc-20360064