ფეხის სპაზმი, კრუნჩხვა - ეს მეთოდი დისკომფორტს შეგიმსუბუქებთ

ფეხის სპაზმი, კრუნჩხვა - ეს მეთოდი დისკომფორტს შეგიმსუბუქებთ

რას ნიშნავს ფეხის სპაზმი?

ეს არის მტკივნეული მდგომარეობა, როდესაც უნებლიედ კუნთის შეკუმშვა ხდება.

დისკომფორტი გრძელდება რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში.

ფეხის სპაზმი აფერხებს მშვიდ ძილს, ვარჯიშის რეჟიმს, ცხოვრების ხარისხს. ზოგჯერ სპაზმის გამომწვევი მიზეზია რომელიმე დაავადება ან მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი).

ძირითადად, უვნებელია, თუმცა ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს.

ფეხის სპაზმის ჩამოყალიბების რისკი იზრდება, როდესაც ადამიანს ასაკი ემატება, რადგან წლების მატებასთან ერთად მყესი ბუნებრივად მოკლდება.

სტატისტიკურად, ფეხის სპაზმი ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ.

სპაზმის ეპიზოდი, ხშირად, ღამით ვლინდება.

გარკვეული მეთოდებით დისკომფორტის შემსუბუქებაა შესაძლებელი, კერძოდ:

  • შეკუმშული კუნთის ერთგვარი გავარჯიშება, გაჭიმვა სცადეთ;
  • ფეხზე მასაჟი გაიკეთეთ, კიდური გააქნიეთ და შეეცადეთ ნაბიჯი გადადგათ;
  • მიიღეთ თბილი აბაზანა;
  • დაიდეთ ცივი ან თბილი ქსოვილი (რომელიც უფრო გესიამოვნებათ).

სამწუხაროდ, არ არსებობს რომელიმე წამალი ან ინექცია, რომელიც ფეხის კრუნჩხვას მაშინვე განკურნავს.

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/14170-leg-cramps