რა არის ანემია?

რა არის ანემია?

ანემია ხშირი პათოლოგიური მდგომარეობაა.

ანემიის (სისხლნაკლებობა) დროს ორგანიზმში ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედები) რაოდენობა მცირდება და/ან ჰემოგლობინის კონცენტრაცია ქვეითდება.

ანემიის სხვადასხვა ფორმა არსებობს და პათოლოგია შეიძლება იყოს დროებითი ან ხანგრძლივი. ზოგჯერ იგი სერიოზული დაავადებების ნიშანია და შესაბამისად, ექიმთან დროულ კონსულტაციას საჭიროებს.

ერთმანეთისგან განასხვავებენ აპლაზიურ, რკინადეფიციტურ, ვიტამინდეფიციტურ, თალასემიურ, ნამგლისებრ-უჯრედოვან ანემიებს. ცნობისათვის, კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირია რკინადეფიციტური ანემია.

რასაკვირველია, კლინიკური ნიშნები და სიმპტომები იმის მიხედვით იცვლება, თუ რომელი ფორმის ანემიასთან გვაქვს საქმე, მაგრამ პაციენტები უმეტესად უჩივიან:

  • დაღლილობას;
  • საერთო სისუსტეს;
  • ფერმკრთალ კანს;
  • არარეგულარულ გულისცემას;
  • სუნთქვის გაძნელებას;
  • თავბრუსხვევას;
  • ტკივილს გულმკერდის არეში;
  • ცივ კიდურებს;
  • თავის ტკივილს.

მედიკოსები განმარტავენ, რომ საწყის ეტაპზე პათოლოგიას მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და პაციენტები ვერც კი აცნობიერებენ ანემიის მატარებლები რომ არიან, მაგრამ შემდეგ სიმპტომები უარესდება და ხშირად ჰოსპიტალიზირება ხდება საჭირო.

აუცილებელია ანემიის დროული დიაგნოსტირება და ადეკვატური მართვა, რადგან სისხლნაკლებობამ შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შექმნას და ზოგიერთი კლინიკური შემთხვევა ამის გამო ფატალურადაც დასრულდეს.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/anemia/symptoms-causes/syc-20351360