აბსცესი (შემოფარგლული ჩირქგროვა) სხეულის ნებისმიერ არეში ყალიბდება.
შინაგანი აბსცესის პრევენცია რთულია, რადგან იგი ყალიბდება სხვა დაავადებების გამწვავების, გართულების გამო, თუმცა კანის აბსცესისგან თავის არიდება გარკვეული რეკომენდაციის გათვალისწინებით შესაძლებელია.
კანის აბსცესის პრევენციის საშუალებაა სიმშრალე და სისუფთავე.
აუცილებლად უნდა დაიმუშავოთ უმნიშვნელო ჭრილობაც კი, რადგან დიდია რისკი ბაქტერია შეიჭრას და აბსცესი განვითარდეს.
რეკომენდაცია:
- ხშირად დაიბანეთ ხელები;
- არ გამოიყენოთ სხვისი პირსახოცი, კბილის ჯაგრისი და საპარსი საშუალებები;
- პარსვისას იყავით ფრთხილად, მოერიდეთ ღრმა ჭრილობას;
- უნდა იზრუნოთ პირის ღრუს ჰიგიენაზე.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22876-abscess