რა არის სისხლჩაქცევა?
სისხლჩაქცევა არის ჭრილობის ფორმა და მაშინ ჩნდება, როდესაც კანქვეშა კაპილარები ზიანდება - სილურჯე შესაძლოა ჩამოყალიბდეს უმნიშვნელო მირტყმის ფონზეც კი.
ადამიანების უმეტესობას ტრავმის შემდეგ კანქვეშ მცირე სისხლჩაქცევა რჩება. როგორც წესი, არ არის საშიში და ადვილად იკურნება.
სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევის გამო სისხლი ახლომდებარე ქსოვილებსა და სივრცეში იღვრება, ხოლო თუ ეს პროცესი კანქვეშ მიმდინარეობს, სისხლი კანში ხვდება; შედეგად დაზიანებული კანის ზედაპირი ფერს იცვლის, მაგალითად, წითლდება, ლურჯდება, იისფერ იერს იძენს.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კანქვეშა სისხლჩაქცევის გამომწვევი მიზეზია წაქცევა ან მაგარ საგანთან შეჯახება.
ნებისმიერი საშიში გართულების თავიდან არიდების მიზნით, სასურველია გაიაროთ ექიმის კონსულტაცია თუ სისხლჩაქცევა ძლიერია/მწვავე, ჩამოყალიბდა სპონტანურად ან ქრონიკულად ვლინდება.
მიმართეთ ექიმს შემდეგი შემთხვევის დროს:
- კანქვეშა სისხლჩაქცევა დიდი ზომისაა;
- სისხლჩაქცევა გაჩნდა სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი ტრავმის გარეშე;
- დრო გავიდა, სახლის პირობებშიც იმკურნალეთ, თუმცა სიმპტომი არ ალაგდა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა;
- სისხლჩაქცევა ზომაში იზრდება;
- სისხლჩაქცევების რაოდენობა იმატებს;
პარალელურად გამოგივლინდათ სხვა სიმპტომებიც (სიცხე, სისხლდენა).
წყარო:
https://www.medicinenet.com/how_do_you_know_when_a_bruise_is_serious/article.htm