რა არის ბაქტერიული ინფექცია?
ბაქტერიული ინფექცია არის დაავადება, რომელიც ვნებს კანს, ფილტვებს, ტვინს, სისხლსა და ორგანიზმის სხვა ორგანოებს.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ინფექციას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით (ანტიბიოტიკის მიღება დაუშვებელია თვითნებურად).
ბაქტერიულ ინფექციას იწვევს ბაქტერია ან ტოქსინები.
ბაქტერია ორგანიზმში შესაძლოა შეიჭრას გარემოდან, ინფიცირებული ადამიანის ან ცხოველის სხეულიდან, მწერის ნაკბენით, დაბინძურებული საკვების თუ წყლის მეშვეობით.
ბაქტერიული ინფექციის ტიპებია:
- გასტროენტერიტი;
- კანის, ყურისა თუ სინუსის ინფექცია;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
- ბაქტერიული პნევმონია;
- საშარდე გზების ინფექცია.
ზოგიერთი ბაქტერიული ინფექცია არ არის სერიოზული ან ანტიბიოტიკებით მარტივად იკურნება, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ყალიბდება იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც ინფექცია ღრმად იჭრება ორგანიზმში (სისხლში, გულში, ტვინში, ფილტვებში), შესაბამისად, ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნით რეკომენდებულია დროულად მიმართოთ ექიმს.
ინფექციის მაღალი რისკ-ჯგუფია:
- დიაბეტის მქონე პირები;
- სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები;
- ანამნეზში ღია ჭრილობა;
- გადატანილი ქირურგიული ოპერაცია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24189-bacterial-infection