რა არის პერიტონეალური დიალიზი?
პერიტონეალური დიალიზი არის პროცედურა, რომლის დროსაც სისხლიდან ტოქსიკური ნარჩენები ირეცხება.
როდესაც თირკმელი სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს, სწორედ პერიტონეალური დიალიზის მეშვეობით იწმინდება ორგანიზმი ტოქსიკური ნივთიერებებისგან.
თირკმელი ზიანდება დროთა განმავლობაში, დაავადება პროგრესირებს.
ორგანოს ვნებს რიგი პათოლოგიები და ეს დაავადებებია:
- დიაბეტი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- თირკმლის ანთება;
- თირკმლის პოლიკისტური დაავადება.
პერიტონეალური დიალიზი ეფექტურია შემდეგი მიზეზების გამო:
- პროცედურა შესაძლებელია ჩატარდეს ჰემოდიალიზის ცენტრის მიღმაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მუშაობენ, მოგზაურობენ ან ცხოვრობენ კლინიკიდან შორს;
- საჭირო არაა ზედმეტად მკაცრი დიეტის დაცვა;
- დიალიზის ეს ფორმა თირკმლის ფუნქციონირების უნარს ახანგრძლივებს.
პერიტონეალური დიალიზი შესაძლოა არ ჩატარდეს (არ იყოს ეფექტური) თუ ანამნეზში ფიქსირდება შემდეგი:
- მუცლის ღრუში ფართო ქირურგიული ნაწიბურები;
- თიაქარი დიდი მოცულობისაა;
- პაციენტს არ შეუძლია საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა;
- ნაწლავის ანთებითი დაავადება ან დივერტიკულიტის ხშირი ეპიზოდები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/peritoneal-dialysis/about/pac-20384725