რა არის პროქტოკოლექტომია?
პროქტოკოლექტომია ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც ხდება მსხვილი ნაწლავისა (მთლიანად ან ნაწილობრივ) და სწორი ნაწლავის ამოკვეთა.
პროქტოკოლექტომიით იკურნება შემდეგი მდგომარეობები:
- ნაწლავის ანთებითი დაავადება;
- კოლორექტალური კიბო და წინასიმსივნური მდგომარეობები.
აღნიშნული ქირურგიული პროცედურა შესაძლოა დაინიშნოს შემდეგ კლინიკურ შემთხვევებში:
- იშემიის გამო ქსოვილის დაზიანება;
- გართულებული დივერტიკულიტი;
- ტრავმული დაზიანება;
- ძლიერი შეკრულობა.
პროქტოკოლექტომიის მიზანია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანამნეზში ფიქსირდება ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადებები.
ოპერაციის ტიპს ადგენს ქირურგი კონკრეტული კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე.
სხვა ტიპის ნაწლავის რეზექციული ოპერაციის მსგავსად, პროქტოკოლექტომიის დროსაც, ხდება ორგანოს იმ სეგმენტის ამოკვეთა, რომელიც ძალიანაა დაზიანებული და აღარ ფუნქციონირებს ან დაავადება პაციენტის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
დღეს, დიდ პროცენტში პროცედურა ტარდება თანამედროვე ლაპაროსკოპიული ან რობოტული ქირურგიული მეთოდით.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/22659-proctocolectomy