როდესაც ყურში ჭარბი რაოდენობით გოგირდი გროვდება, ეს სიმპტომები ჩნდება

როდესაც ყურში ჭარბი რაოდენობით გოგირდი გროვდება, ეს სიმპტომები ჩნდება

როგორ ამოვიცნოთ გოგირდის საცობი?

ნორმალური დოზით გოგირდი აუცილებელია ყურისთვის, რადგან სწორედ ის იცავს ყურის არხს ჭუჭყისგან და ბაქტერიებისგან. თუმცა ზოგჯერ წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობით გოგირდი ან მასა იმდენად მყარდება, ყურის არხიდან ბუნებრივი გზით გამორეცხვა შეუძლებელი ხდება.

სასურველია, კარგად იცნობდეთ გოგირდის საცობისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს და დროულად მიმართოთ ექიმს. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში ოტო-რინო-ლარინგოლოგი ჩაატარებს გოგირდის გამორეცხვის პროცედურას.

გოგირდის საცობის დროს პაციენტს აწუხებს შემდეგი სიმპტომები:

  • ყურში ერთგვარი სისავსის შეგრძნება;
  • ყურის ტკივილი;
  • სმენის დაქვეითება (მდგომარეობა მწვავდება დროთა განმავლობაში);
  • ყურებში ხმაური;
  • ყურის არხში ქავილის შეგრძნება;
  • გამონადენი ყურიდან;
  • თავბრუსხვევა.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/14428-ear-wax-buildup--blockage