წყლულოვანი კოლიტი ნაწლავის ანთებითი დაავადებაა.
პათოლოგიური პროცესის ფონზე ზიანდება მსხვილი და სწორი ნაწლავის ამომფენი გარსი.
დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია - მედიკოსები შესაძლო ხელშემწყობ ფაქტორებად იმუნური სისტემის დაქვეითებასა და მემკვიდრულ წინასწარგანწყობას ასახელებენ.
წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ წყლულოვანი კოლიტი ყალიბდებოდა დიეტის, კვების რაციონისა და სტრესის გამო, თუმცა თანამედროვე მედიცინა ამ მოსაზრებას აბათილებს - დღეს, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ფაქტორები მხოლოდ ამწვავებს (ართულებს) დიაგნოზს, მდგომარეობას, ანუ არ არის უშუალოდ გამომწვევი მიზეზი.
წყლულოვანი კოლიტის შესაძლო გართულებაა:
- ძლიერი სისხლდენა;
- ძლიერი გაუწყლოება;
- მსხვილი ნაწლავის შეშუპება;
- მსხვილი ნაწლავის პერფორაცია;
- ვენებსა და არტერიებში თრომბის გაზრდილი რისკი;
- კანის, თვალებისა და სახსრების ანთება;
- მსხვილი ნაწლავის კიბოს გაზრდილი რისკი;
- ოსტეოპოროზი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ulcerative-colitis/symptoms-causes/syc-20353326