რა ტიპის გართულებებს იწვევს წყლულოვანი კოლიტი?

რა ტიპის გართულებებს იწვევს წყლულოვანი კოლიტი?

წყლულოვანი კოლიტი ნაწლავის ანთებითი დაავადებაა.

პათოლოგიური პროცესის ფონზე ზიანდება მსხვილი და სწორი ნაწლავის ამომფენი გარსი.

დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია - მედიკოსები შესაძლო ხელშემწყობ ფაქტორებად იმუნური სისტემის დაქვეითებასა და მემკვიდრულ წინასწარგანწყობას ასახელებენ.

წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ წყლულოვანი კოლიტი ყალიბდებოდა დიეტის, კვების რაციონისა და სტრესის გამო, თუმცა თანამედროვე მედიცინა ამ მოსაზრებას აბათილებს - დღეს, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ფაქტორები მხოლოდ ამწვავებს (ართულებს) დიაგნოზს, მდგომარეობას, ანუ არ არის უშუალოდ გამომწვევი მიზეზი.

წყლულოვანი კოლიტის შესაძლო გართულებაა:

  • ძლიერი სისხლდენა;
  • ძლიერი გაუწყლოება;
  • მსხვილი ნაწლავის შეშუპება;
  • მსხვილი ნაწლავის პერფორაცია;
  • ვენებსა და არტერიებში თრომბის გაზრდილი რისკი;
  • კანის, თვალებისა და სახსრების ანთება;
  • მსხვილი ნაწლავის კიბოს გაზრდილი რისკი;
  • ოსტეოპოროზი.

წყარო:     

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ulcerative-colitis/symptoms-causes/syc-20353326