სასტუმრო 2 ქვეყნის საზღვარზე - სააბაზანო საფრანგეთში მდებარეობს, ხოლო საძინებელი შვეიცარიაში

სასტუმრო 2 ქვეყნის საზღვარზე - სააბაზანო საფრანგეთში მდებარეობს, ხოლო საძინებელი შვეიცარიაში

საერთაშორისო საზღვარზე მდებარე სასტუმროზე მოგითხრობთ.

თუ გსურთ, შენობიდან გაუსვლელად 2 ქვეყნის, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარი გადაკვეთოთ პატარა, მყუდრო სასტუმრო Arbez Franco-Suisse-ში ნომერი უნდა დაჯავშნოთ.

ხაზი, რომელიც საფრანგეთსა და შვეიცარიას ერთმანეთისგან ყოფს, მთელ შენობას მიუყვება.

Arbez Franco-Suisse დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვრის გადამკვეთ მოთხილამურეებში.

საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარი გავლებულია სასტუმროს სამზარეულოში, სასტუმრო ოთახში, დერეფანსა და კიდევ რამდენიმე ოთახში და კერძოდ:

  • სასადილო ოთახი საზღვრითაა განცალკევებული;
  • ბარი საფრანგეთის ტერიტორიაზეა მოქცეული;
  • ახალდაქორწინებულთა საძინებლის ლოგინის ნაწილი საფრანგეთს ეკუთვნის, ნახევარი კი შვეიცარიის საკუთრებაა;
  • საზღვარი ასევე გადის დერეფანსა და კიბეებზე;
  • ერთ-ერთი ოთახის სააბაზანო საფრანგეთის კუთვნილებაა, ხოლო საძინებლის დარჩენილი ტერიტორია შვეიცარიის საზღვრებშია მოქცეული;
  • სასტუმროს დამატებითი ფლიგელი მთლიანად შვეიცარიაში მდებარეობს.

კომპანია, რომელიც სასტუმროს მართავს, შვეიცარიასა და საფრანგეთს გადასახადს თანაბრად უხდის. ცნობისათვის, ორივე ქვეყნის საზღვრებში მოქცეულ სასადილო ოთახში მოწევა აკრძალულია.