ცხვირის ტრავმა სახის ყველაზე გავრცელებული ტრავმული დაზიანებაა.
ცხვირის ხრტილოვანი დაზიანება გაცილებით სჭარბობს ძვლოვან ტრავმებს.
ცხვირის ტრავმა ეწოდება ტრავმას/დაზიანებას ცხვირის ან ცხვირის გარშემო არეში. შინაგანი თუ გარეგანი დაზიანების ფონზე ცხვირის ტრავმა ყალიბდება. სიმპტომები შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე და სიმპტომატიკა დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმესა და ტიპზე.
ცხვირის ტრავმის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- ცხვირის ტკივილი ან ტკივილი ცხვირის გარშემო;
- ცხვირიდან სისხლდენა;
- ცხვირიდან გამჭირვალე სითხე;
- სისხლჩაქცევა თვალების გარშემო;
- შეშუპება ცხვირის გარშემო;
- პაციენტს უჭირს ცხვირით სუნთქვა;
- ცხვირის ფორმის ცვლილება;
- ყნოსვის დაკარგვა.
მსუბუქი ტრავმის დროს პირველადი დახმარება, მკურნალობა სახლის პირობებში
რეკომენდებულია:
- დღის განმავლობაში რამდენჯერმე, 10-20 წუთის განმავლობაში ცხვირზე ცივი საფენი დაიდეთ (ყინული ქსოვილში გაახვიეთ და დაზიანებულ არეზე დაიფინეთ);
- აფთიაქში აუხსენით მიზეზი. აფთიაქში შეგირჩევენ ცხვირის ტრავმის დროს რეკომენდებულ ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელს;
- ტკივილისა და შეშუპების შემცირების მიზნით, ძილის დროს პოზა ისე შეარჩიეთ თავი მაღლა გქონდეთ აწეული;
- მსუბუქი სისხლდენის შემთხვევაში დაჯექით და წინ გადაიხარეთ, თითებით ორივე ნესტო დაიხშეთ 5-15 წუთის განმავლობაში. მთელი ამ პროცესის დროს მშვიდად ისუნთქეთ პირით.
დაუშვებელია თვითმკურნალობა ძლიერი ტრავმის დროს. სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს თუ ეჭვობთ ცხვირის მოტეხილობაზე.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ცხვირის ტრავმას თან ახლავს შემდეგი ნიშნები:
- თავის ან კისრის ტრავმა;
- სუნთქვის უკმარისობა;
- სისხლდენა, რომელსაც ვერ აჩერებთ;
- შესამჩნევია ცხვირის ფორმის ცვლილება, ანუ ცხვირმა განიცადა დეფორმაცია;
- ცხვირიდან გდით გამჭირვალე სითხე.
წყარო: