ჰიდროფობია - ცოფის ვირუსით გამოწვეული წყლის შიში

ჰიდროფობია - ცოფის ვირუსით გამოწვეული წყლის შიში

რა არის ჰიდროფობია?

ჰიდროფობია მტკივნეული და უნებლიე ყელის სპაზმია, რომელიც ცოფის ვირუსის გამო ჩნდება. სპაზმი იმდენად მწვავეა, რომ პაციენტს უჭირს წყლის სმა. ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, თუმცა ისე გამოიყურება თითქოს ადამიანს წყლის შიში აქვს.

ჰიდროფობია ყალიბდება ცოფის გვიან სტადიაზე და სამწუხაროდ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში პაციენტის დაღუპვის მომასწავებელია.

ჰიდროფობია განიხილება როგორც წყლის შიში, თუმცა სხვა ფობიებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში არ ჩნდება სპეციფიკური ფსიქოლოგიური სიმპტომები (შიში, შფოთვა თუ პანიკა).

ჰიდროფობია ცოფის ინფექციის სიმპტომია.

მოგეხსენებათ, წყალი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, შესაბამისად, წყლის მიღების შიში ორგანიზმს ანადგურებს. სამწუხაროდ, ცოფის ვირუსის გავრცელებისა და ჰიდროფობიის ფონზე ადამიანის ორგანიზმი სუსტდება, გადარჩენის შანსი მცირდება.

რა განსხვავებაა ჰიდროფობიასა და აკვაფობიას (წყლის შიში) შორის?

აკვაფობია წყლის რეალური, ნამდვილი შიშია და ამ გრძნობას არ აქვს კავშირი ცოფთან, ანუ ჩამოყალიბებულია უშუალოდ წყალთან დაკავშირებული ტრავმული მოვლენის ფონზე.

წყარო:
https://cpdonline.co.uk/knowledge-base/mental-health/what-is-hydrophobia/