აპენდიციტი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის  მეთოდები

აპენდიციტი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

აპენდიციტის (ჭიანაწლავის ანთება) ძირითადი სიმპტომი მუცლის ტკივილია (ჭიპის არეში).

პათოლოგიური პროცესი შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია 10-დან 30 წლამდე ასაკის პირებში.

სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტი უნდა გადაიყვანოთ კლინიკაში, რადგან თუ დროულად არ უმკურნალებთ, გართულებების რისკი იზრდება. აპენდიციტის ერთ-ერთი გართულება მისი გასკდომაა - ამ პროცესის დროს მუცლის ღრუში ინფექცია ვრცელდება. კიდევ ერთი გართულებული კლინიკური შემთხვევის მაგალითი აბსცესია (ქსოვილების ანთებითი პროცესი ჩირქოვანი წარმონაქმნებით).

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:

  •  პაციენტის ფიზიკური გასინჯვა, სიმპტომების შეკრება, სამედიცინო ისტორიის შესწავლა;
  •  სისხლის ანალიზი;
  •  შარდის ანალიზი;
  •  შესაძლოა საჭირო გახდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფია ან მუცლის ღრუს ულტრაბგერა.

მკურნალობის სტანდარტული მეთოდი აპენდიქსის ქირურგიული ამოკვეთაა (პროცედურას აპენდექტომია ეწოდება).

ოპერაციამდე პაციენტს შესაძლოა დაენიშნოს ანტიბიოტიკოთერაპია, ინფექციის მკურნალობის მიზნით.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/appendicitis/diagnosis-
treatment/drc-20369549