ხმაური ყურებში - შესაძლებელია თუ არა ტინიტუსის  მკურნალობა?

ხმაური ყურებში - შესაძლებელია თუ არა ტინიტუსის მკურნალობა?

თუ უჩივით ყურებში ხმაურს.

ტინიტუსი ყურებში ხმაურის შეგრძნებაა. პაციენტები ამ მდგომარეობას სხვადასხვა სიტყვით აღწერენ, მაგალითად, ზოგიერთისთვის ეს რეკვის თუ წკრიალის ხმაა, სხვებს ჩხარუნის შეგრძნება ეუფლებათ და სხვა.

იგი ძალიან გავრცელებული ჩივილია და კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში რომელიმე მდგომარეობის/პათოლოგიური პროცესის სიმპტომია. უმეტეს შემთხვევაში ტინიტუსი არ წარმოადგენს რომელიმე სერიოზული დაავადების ნიშანს და დიაგნოსტირების ფონზე, გამომწვევი მიზეზის მართვის შედეგად, პაციენტის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

დიაგნოსტირება

რასაკვირველია, ძირითადად, ტინიტუსზე ეჭვი ჩნდება მაშინ, როდესაც პაციენტი დისკომფორტს აღწერს. სასურველია ექიმს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ, ანუ თუ რა ხმა გესმით ყურში. სიმპტომების შეკრების შემდეგ მედიკოსი შეისწავლის პაციენტის ოჯახურ ისტორიას, გასინჯავს ყურის, თავისა და კისრის არეს.

რეკომენდებულია სისხლის ანალიზი, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა
როგორც უკვე მოგახსენეთ, მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

ტინიტუსი შემსუბუქდება თუ უმკურნალებთ იმ პათოლოგიას, რომელიც ამ სიმპტომს იწვევს.

მაგალითად:

  •  ყურის გოგირდის მოცილება;
  •  სისხლძარღვების რომელიმე დაავადების მართვა;
  •  ყურის სასმენი აპარატის შერჩევა (თუ დადგინდა სმენის დაქვეითება);
  •  შესაძლოა რომელიმე მედიკამენტის გვერდითი ეფექტი იყოს, შესაბამისად, ექიმი შეარჩევს ისეთ წამალს, რომელიც ამ სიმპტომს არ გამოიწვევს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/tinnitus/diagnosis-treatment/drc-20350162