წყლულოვანი კოლიტი - შესაძლებელია თუ არა ნაწლავის  ანთებითი დაავადების მკურნალობა?

წყლულოვანი კოლიტი - შესაძლებელია თუ არა ნაწლავის ანთებითი დაავადების მკურნალობა?

დაავადება იწვევს ანთებასა და წყლულს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

წყლულოვანი კოლიტი უარყოფით გავლენას ახდენს მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის ამომფენ გარსზე.

დაავადების პროგრესირების ფონზე სიმპტომებიც დროთა განმავლობაში ვლინდება, სამწუხაროდ, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

დიაგნოსტირება

წყლულოვანი კოლიტის დიაგნოსტირების ყველაზე ეფექტური მეთოდია ენდოსკოპიური პროცედურა ქსოვილის ბიოფსიით.

ინიშნება სხვა დამატებითი კვლევები:

  •  სისხლის ანალიზი;
  •  განავლის ანალიზი;
  •  კოლონოსკოპია;
  •  მუცლის რენტგენი;
  •  კომპიუტერული ტომოგრაფია;
  •  მაგნიტურ-რეზონანსული ენტეროგრაფია.

წყლულოვანი კოლიტის მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას ან ოპერაციას.

ხშირად, პირველი ნაბიჯი ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებაა.

გამოიყენება იმუნოსუპრესიული (იმუნური სისტემის დამთრგუნველი) საშუალებები, რომელიც ამავდროულად ებრძვის ანთებით პროცესს.

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა შეირჩეს ისეთი წამლებიც, რომელიც უშუალოდ ანთებით პროცესზე არ ახდენს გავლენას, მაგრამ დაავადების სიმპტომების საწინააღმდეგოდ ეფექტურია.

ქირურგიული ჩარევის მიზანი წყლულოვანი კოლიტის აღმოფხვრაა და ამ დროს ქირურგი ამოკვეთს მთლიან მსხვილ ნაწლავსა და სწორ ნაწლავს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ulcerative-colitis/diagnosis-treatment/drc-
20353331