ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა.
სასიკვდილო ვირუსი ადამიანზე ინფიცირებული ცხოველის ნერწყვიდან გადადის. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ვირუსი ნაკბენით ვრცელდება.
სიმპტომების გამოვლენის დრო დამოკიდებულია იმაზე თუ რა ვადა სჭირდება ვირუსს ჭრილობიდან ტვინამდე მიაღწიოს - სწორედ ტვინია ის ორგანო, სადაც ნიშნები ჩნდება.
გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ, თუ სად გაჩნდა ინფექცია (ტვინიდან მანძილი), როგორ და რა დოზით შეიჭრა ვირუსი ორგანიზმში, რა ზომის იყო ინფიცირებული ცხოველი.
თუ დაზარალებული ზრდასრული მამაკაცია და ნაკბენი ფეხზე აქვს, რასაკვირველია, სიმპტომების გამოვლენის დრო გაცილებით ხანგრძლივი იქნება იმასთან შედარებით თუ პაციენტი პატარა ბავშვია და დაზიანებულია სახე (ნაკბენი სახის არეშია).
ცოფის სიმპტომები ადამიანის ორგანიზმში
ცოფის პირველადი სიმპტომები გაციების/გრიპის მსგავსია, მაგალითად, სიცხე, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და სხვა.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად პაციენტს აღენიშნება უჩვეულო ქცევა, ჰალუცინაციები, დელირიუმი (ადამიანი ხედავს ისეთ რამეს, რასაც გარშემომყოფები ვერ ხედავენ), დაბნეულია და ვერ აღიქვამს გარემოს ადეკვატურად.
ვლინდება ჰიდროფობია (წყლის შიში). ვინაიდან საყლაპავი კუნთები პარალიზებულია, პაციენტს პირზე აქვს ქაფი.
ცოფის ნიშნები ცხოველებში
ცოფის პირველი ნიშანი ქცევის ცვლილებაა - მაგალითად, ერთ დროს აგრესიული უეცრად მშვიდი და მოთვინიერებული ხდება ან პირიქით.
ნაწილობრივი ან სრული პარალიზის გამო ძაღლი უჩვეულოდ იყეფება, ცხოველი თავს ესხმის დამჭკნარ, უსიცოცხლო ნივთებს.
ცხოველს უჩნდება წყლის შიში, პირზე შენიშნავთ ქაფს.
წყარო:
https://rabiesalliance.org/about/about-rabies/signs-and-symptoms-rabies