გიყვართ შაქრის შემცველი საკვები თუ სასმელი?
როდისმე გაგჩენიათ შეკითხვა თუ რატომ გიჭირთ მუცლის არეში დაგროვილი ცხიმის მოშორება? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ხშირად ამის მიზეზი რაციონში ჭარბი რაოდენობის შაქარია.
შაქარი იგივე ნახშირწყალია. ორი ტიპის ნახშირწყალი არსებობს: მარტივი (სწრაფად იშლება) და რთული (ნელი ტემპით და თანაბრად იშლება). შაქრის შემცველი საკვების დაშლის პროცესში ნახშირწყლები გლუკოზად გარდაიქმნება და სისხლში შეიწოვება. ბუნებრივ შაქარს შეიცავს ხილი.
თუ ეს სიმპტომები გეცნობათ, ორგანიზმი დიდი რაოდენობით შაქარს იღებს:
- ღიპი გაქვთ;
- შებერილობა, დიარეა, ჭარბი აირები;
- გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება, გაღიზიანება, დეპრესიული განწყობა;
- უძილობა, ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- ასაკისთვის შეუსაბამო ნაოჭები, ანუ ნაადრევად გაჩენილი;
- გამონაყარი, გაღიზიანებული კანი;
- მუდმივად გაწუხებთ შიმშილის შეგრძნება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- სახსრის ტკივილი;
- დაღლილობას უჩივით, დღის განმავლობაში ძილის სურვილი გიჩნდებათ;
- ტკბილეულის მიღებისას გეჩვენებათ, რომ საკვებს თუ სასმელს შაქარი აკლია;
- ხშირი კარიესი.
წყარო:
https://www.nutrisense.io/blog/signs-you-are-eating-too-much-sugar