გაფანტული სკლეროზის სიმპტომები.
გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა. პათოლოგიის დროს იმუნიტეტი ებრძვის ნერვული ბოჭკოს დამცავ გარსს, იწვევს კომუნიკაციის პრობლემებს ტვინსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის.
გაფანტულმა სკლეროზმა შესაძლოა გამოიწვიოს ნერვების ფუნქციის მუდმივი დაზიანება. ძირითადად ავადობენ ქალები.
სიმპტომები მრავალფეროვანია და ვლინდება იმის მიხედვით თუ რომელი ნერვული ბოჭკოა დაზიანებული.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- დაბუჟება, მგრძნობელობის დაკარგვა კიდურში;
- კანკალი;
- კოორდინაციის ნაკლებობა;
- კისრის მოძრაობის დროს პაციენტს აქვს ელექტროშოკით გამოწვეული დარტყმის მსგავსი შეგრძნება;
- პაციენტს უჭირს გადაადგილება, მოძრაობა;
- მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- თავბრუსხვევა;
- მოშლილია ნაწლავის მოქმედების ან შარდის ბუშტის დაცლის უნარი;
- დაღლილობა;
- ბუნდოვანი მეტყველება;
- შემეცნებითი უნარის დაქვეითება;
- გუნება-განწყობილების პრობლემა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/multiple-sclerosis/symptoms-causes/syc-
20350269