ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია მრავალპროფილური კლინიკა Manufactura Clinic.
კიევის ოლქში მდებარე ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.
კლინიკაში ხელმისაწვდომია მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული, ენდოსკოპიური, ლაბორატორიული კვლევები, ასევე ტარდება პლაზმაფერეზი და ოზონოთერაპია.
კლინიკაში წარმატებით ფუნქციონირებს რეაბილიტაციის ცენტრი - ძვალკუნთოვანი სისტემის დაავადებებისა თუ ხერხემლის ტრავმის სამკურნალოდ კლინიკას მიმართავენ როგორც უკრაინელი, ისე უცხოელი პაციენტები.