რას ნიშნავს ქრონიკული ხველა?
ქრონიკული ხველის დიაგნოზი დასტურდება მაშინ, როდესაც ზრდასრული პაციენტი ახველებს 8 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში. ბავშვს ქრონიკული ხველა აქვს, თუ დისკომფორტმა არ გაუარა 4 კვირის შემდეგ.
გამომწვევია არაერთი ფაქტორი და მათ შორის შესაძლოა ჩამოყალიბდეს ასთმის, მჟავა რეფლუქსის, ცხვირის ღრუდან ზედმეტი ლორწოს გადასვლის თუ სხვა მიზეზების გამო.
დროულად მიმართეთ ექიმს - გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირების შედეგად სიმპტომის მართვა, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
ქრონიკული ხველის ფონზე სავსებით შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი:
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- გულისრევა;
- ჭარბი ოფლიანობა;
- ადამიანს უჭირს შარდის ბუშტის კონტროლი;
- გონების დაკარგვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chronic-cough/symptoms-causes/syc-
20351575