ჰერპესი ყველაზე მარტივად გადამდები ვირუსული ინფექციაა.
ინფექცია ორგანიზმში ბუდობს და პერიოდულად პატარა ბუშტუკის მსგავსი გამონაყარით (ძირითადად, ტუჩის გარშემო) ვლინდება.
ვირუსი გადადის როგორც ახლო კონტაქტით, ისე ინფიცირებული პირის ჰიგიენური ნივთებით.
ინფექცია ჩნდება ჰერპეს სიმპლექს ვირუსი ტიპი ერთის და იშვიათად ჰერპეს სიმპლექს ვირუსი ტიპი ორის გამო.
მსუბუქი მიმდინარეობის დროს შესაძლებელია ვირუსის მართვა, დისკომფორტის შემსუბუქება სახლის პირობებში:
- აფთიაქში შეიძინეთ ჰერპესის მუწუკის სამკურნალო მალამო;
- ინფექცია სახის ან სხეულის სხვა არეზე რომ არ გავრცელდეს, მალამო წაისვით ბამბით;
- შეძლებისდაგვარად ჰერპესის მუწუკი დაიცავით მზისგან;
- სიწითლის შესამცირებლად გამონაყარზე დაიფინეთ ცივი ქსოვილი;
- დაისვენეთ;
- კვების პროცესში შეეცადეთ ზედმეტად, მექანიკურად არ გაიღიზიანოთ ტუჩის ის არე, სადაც გამონაყარია;
- თუ შენიშნეთ ტუჩის სიმშრალე, წაისვით დამატენიანებელი.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ვირუსი ორგანიზმში ბუდობს და პერიოდულად ვლინდება.
ჰერპესის განმეორებითი ეპიზოდის რისკ-ფაქტორი შესაძლოა იყოს:
- ვირუსული ინფექცია;
- სიცხე;
- ჰორმონული ცვლილებები;
- სტრესი;
- დაღლილობა;
- მზე;
- ქარი;
- იმუნიტეტის დაქვეითება;
- ტრავმა კანზე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cold-sore/diagnosis-treatment/drc-
20371023