თვალის სიწითლე

თვალის სიწითლე

რა იწვევს თვალის სიწითლეს?

თვალის სიწითლე გავრცელებული ჩივილია. დისკომფორტი შესაძლოა გავრცელდეს ორივე თვალზე. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ჩნდება გაღიზიანებისა თუ ინფექციის ფონზე.

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  •  ალერგია;
  •  ქუთუთოს ანთება;
  •  კისტა ქუთუთოზე;
  •  გართულება, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ;
  •  ჰერპესი;
  •  რქოვანას წყლული;
  •  თვალის სიმშრალე;
  •  თვალში უცხო სხეული;
  •  გლაუკომა;
  •  ალერგიული რინიტი;
  •  თვალის ტრავმა;
  •  ირიტი;
  •  რქოვანას ანთება;
  •  კონიუნქტივიტი;
  •  უვეიტი და სხვა.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი მდგომარეობის დროს:

  •  მოულოდნელად შენიშნეთ მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები;
  •  მხედველობის პრობლემას თან ახლავს ძლიერი თავის, თვალის ტკივილი, სიცხე ან მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, გულისრევა, ღებინება;
  •  თვალი შეწითლებულია უცხო სხეულის ან სითხის გამო;
  •  სინათლის გარშემო წრეებს ხედავთ;
  •  თითქოს თვალში რაღაც გაწუხებთ, უცხო სხეულის შეგრძნება;
  •  თვალების გარშემო შეშუპება;
  •  თვალის გახელა გიჭირთ.

პერიოდულად, იშვიათად გამოვლენილი თვალის სიწითლე საშიში არ არის.

მიმართეთ ექიმს თუ რამდენიმე დღის შემდეგაც კი არ გაუმჯობესდა მდგომარეობა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/red-eye/basics/definition/sym-20050748