რა იწვევს თვალის სიწითლეს?
თვალის სიწითლე გავრცელებული ჩივილია. დისკომფორტი შესაძლოა გავრცელდეს ორივე თვალზე. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ჩნდება გაღიზიანებისა თუ ინფექციის ფონზე.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- ალერგია;
- ქუთუთოს ანთება;
- კისტა ქუთუთოზე;
- გართულება, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ;
- ჰერპესი;
- რქოვანას წყლული;
- თვალის სიმშრალე;
- თვალში უცხო სხეული;
- გლაუკომა;
- ალერგიული რინიტი;
- თვალის ტრავმა;
- ირიტი;
- რქოვანას ანთება;
- კონიუნქტივიტი;
- უვეიტი და სხვა.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი მდგომარეობის დროს:
- მოულოდნელად შენიშნეთ მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები;
- მხედველობის პრობლემას თან ახლავს ძლიერი თავის, თვალის ტკივილი, სიცხე ან მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, გულისრევა, ღებინება;
- თვალი შეწითლებულია უცხო სხეულის ან სითხის გამო;
- სინათლის გარშემო წრეებს ხედავთ;
- თითქოს თვალში რაღაც გაწუხებთ, უცხო სხეულის შეგრძნება;
- თვალების გარშემო შეშუპება;
- თვალის გახელა გიჭირთ.
პერიოდულად, იშვიათად გამოვლენილი თვალის სიწითლე საშიში არ არის.
მიმართეთ ექიმს თუ რამდენიმე დღის შემდეგაც კი არ გაუმჯობესდა მდგომარეობა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/red-eye/basics/definition/sym-20050748