მინერალების დეფიციტის სიმპტომები

მინერალების დეფიციტის სიმპტომები

რა სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში მინერალების რაოდენობა რეკომენდებულზე ნაკლებია?

მინერალი სპეციფიკური მკვებავი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის.

ადამიანი მინერალს ითვისებს საკვებიდან, დანამატებიდან, მინერალებით გამდიდრებული პროდუქტებისგან.

დეფიციტი ყალიბდება დროთა განმავლობაში - პროცესი მიმდინარეობს სხვადასხვა მიზეზის ფონზე.

მინერალების დეფიციტის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ჩნდება, მაგალითად, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ძვლის სისუსტე, დაღლილობა, სუსტი იმუნიტეტი და სხვა.

ყველაზე ხშირად ფიქსირდება შემდეგი მინერალების დეფიციტი:

  •  კალციუმი;
  •  რკინა;
  •  მაგნიუმი;
  •  კალიუმი;
  •  თუთია.

მინერალების დეფიციტის ძირითადი სიმპტომებია:

  •  შეკრულობა, შებერილობა, მუცლის ტკივილი;
  •  დაქვეითებული იმუნური სისტემა;
  •  დიარეა;
  •  არარეგულარული გულისცემა;
  •  უმადობა;
  •  კუნთის სპაზმი;
  •  გულისრევა და ღებინება;
  •  დაბუჟება;
  •  კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  •  მენტალური განვითარების, სოციალური უნარების შეფერხება ბავშვებში;
  •  სისუსტე, დაღლილობა.

წყარო:
https://www.healthline.com/health/mineral-deficiency#What-are-the-symptoms-of-mineral-
deficiency?