შარდის ბუშტის კენჭი არის მინერალების მყარი მასა, რომელიც შარდის ბუშტში ჩნდება.
როდესაც სათანადოდ არ იცლება შარდის ბუშტი, ორგანოში კენჭები ფორმირდება. წვრილი კენჭები ორგანიზმიდან დამოუკიდებლად იდევნება, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა ან შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობა.
აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება ინფექციისა თუ სხვა პათოლოგიების განვითარების რისკი.
საყურადღებო სიმპტომებია:
- ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
- ტკივილი შარდვის დროს;
- ხშირი შარდვა;
- ადამიანს უჭირს შარდის ბუშტის დაცლა;
- სისხლი შარდში;
- ამღვრეული ან უჩვეულოდ მუქი ფერის შარდი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bladder-stones/symptoms-causes/syc-
20354339