რა არის ენტეროკოლიტი?
ენტეროკოლიტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებაა. დაავადება, ძირითადად, ვნებს წვრილ ნაწლავსა და მსხვილ ნაწლავს.
ზრდასრულ პაციენტებში პათოლოგია ყალიბდება ინფექციის ფონზე, თუმცა ჩვილებში დაავადების გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია.
მედიკოსები გამოყოფენ 4 ტიპის ენტეროკოლიტს:
- ნეკროზული;
- ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული;
- ფსევდომემბრანული;
- ჰემორაგიული.
ენტეროკოლიტის ნიშნები დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, ადამიანის ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, თუმცა რამდენიმე სიმპტომი ყველა შემთხვევაში ვლინდება.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- სიცხე;
- შეშუპება მუცელზე;
- გულისრევა;
- ღებინება;
- დიარეა;
- დაღლილობა;
- საერთო სისუსტე.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/318567#treatment