ჰორმონი პროლაქტინი - რა ფუნქციას ასრულებს  ორგანიზმში?

ჰორმონი პროლაქტინი - რა ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში?

რა არის პროლაქტინი?

პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ლაქტაციის დროს შესაბამისი მკერდის ქსოვილის ჩამოყალიბებასა და რძის გამომუშავების პროცესზე.

პროლაქტინი ჰიპოფიზის ჯირკვლიდან გამოიყოფა. ამ ჰორმონის წარმოქმნა ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იმუნიტეტს, საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვალსაც შეუძლია.

როდესაც სისხლში პროლაქტინის დონე ჭარბია, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  უნაყოფობა;
  •  ადამიანი კარგავს ინტერესს, სურვილს სქესობრივი კავშირის მიმართ;
  •  როდესაც ქალი არ არის ორსულად და შესაბამისად, არც ჩვილს კვებავს ძუძუთი, მკერდიდან მაინც აქვს გამონადენი;
  •  არარეგულარული მენსტრუაცია;
  •  ტკივილი ან დისკომფორტი ინტიმური კავშირის დროს;
  •  ერექციული დისფუნქცია;
  •  ტესტოსტერონის დაბალი დონე;
  •  მკერდის ზრდა მამაკაცებში.

ნორმაში, პროლაქტინის დონე იზრდება ორსულობის დროს და ჩვილის ძუძუთი კვების პროცესში.

სხვა შემთხვევებში გამომწვევი მიზეზებია:

  •  ფიზიკური სტრესი, ტკივილი;
  •  ვარჯიში;
  •  ტრავმა მკერდის არეში;
  •  ეპილეფსიური შეტევა;
  •  მკერდზე ზეწოლა და სხვა.

წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/articles/22429-prolactin