ნაწლავებში აირების დაგროვება - როდის მივმართოთ ექიმს?

ნაწლავებში აირების დაგროვება - როდის მივმართოთ ექიმს?

რატომ გროვდება ნაწლავებში აირები?

ნაწლავების აირი ყლაპვისა და მონელების ბუნებრივი შედეგია.

ნაწლავებში აირების დაგროვების მიზეზებია:

  •  ზოგიერთი საკვები და სასმელი;
  •  ზოგიერთი პათოლოგია;
  •  თამბაქოს მოწევის, ჭამისა თუ საღეჭი რეზინის ღეჭვის დროს ნორმაზე მეტი ჰაერის ჩაყლაპვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ნაწლავების აირი არ არის რომელიმე სერიოზული დაავადების სიმპტომი.

რასაკვირველია, დაგროვილი აირები იწვევს დისკომფორტს და უხერხულობას, თუმცა უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების ნორმალური შემადგენელი ნაწილია.

მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევაში:

  •  აირების დაგროვებამ მიიღო ქრონიკული ხასიათი;
  •  აირების გამო გაწუხებთ ტკივილი და ძლიერი დისკომფორტი.

მიმართეთ ექიმს თუ ნაწლავში აირების დაგროვებას თან ახლავს შემდეგი ნიშნები:

  •  დიარეა;
  •  შეკრულობა;
  •  უმიზეზო წონის კლება;
  •  გულძმარვა;
  •  სისხლი განავალში;
  •  ღებინება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/intestinal-gas/basics/when-to-see-doctor/sym-
20050922