რატომ ჩნდება თეთრი ლაქები ფრჩხილებზე?

რატომ ჩნდება თეთრი ლაქები ფრჩხილებზე?

რა არის ლეიკონიქია?

სამედიცინო ტერმინი ლეიკონიქია განმარტავს მდგომარეობას, როდესაც ფრჩხილზე თეთრი ფერის ლაქები ჩნდება.

ამ ტიპის ლაქებს ცხოვრებაში ერთხელ თითქმის ყველა პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი ამჩნევს.

როგორც წესი, ლეიკონიქია ყალიბდება ფრჩხილის ან თითის არეში მიყენებული ტრავმის ფონზე და კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში არ არის რომელიმე სერიოზული დაავადების სიმპტომი.

ფრჩხილზე თეთრი ლაქები შესაძლოა გაჩნდეს სხვა მიზეზების გამო, მაგალითად, ეს რისკ-ფაქტორებია:

  •  ალერგიული რეაქცია;
  •  სოკოვანი ინფექცია;
  •  გენეტიკა;
  •  ფრჩხილის ტრავმა;
  •  ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი);
  •  მოწამვლა;
  •  ფრჩხილის ფსორიაზი;
  •  ხელის ეგზემა.

წყარო:
https://www.healthline.com/health/white-spots-on-nails