იზრუნეთ კანზე, გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია.
ზამთრის ცივი ამინდი კანისთვის სერიოზული გამოცდაა, რადგან დაბალი ტემპერატურა, ყინვა, ქარი, წვიმა მის სტრუქტურას სტრესს აყენებს.
ჰაერის დაბალი ტემპერატურის ფონზე კანის ტენიანობა მცირდება და გამოშრობისკენ მიდრეკილი ხდება. ცივი ჰაერი იწვევს კანის მექანიკურ გაღიზიანებას, სიწითლეს, სიმშრალეს - ზამთარში ხშირია კანის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ეპიზოდები.
ვინაიდან სიცივე მნიშვნელოვნად ამცირებს კანის დამცველობით, ბარიერულ ფუნქციას, აუცილებელია მასზე ზრუნვა.
რეკომენდებულია:
- კანის ყოველდღიური დატენიანება;
- რასაკვირველია, კანი უნდა იყოს სუფთა, თუმცა ყოველდღიურად ძლიერი გამწმენდი საშუალებებით ნუ ისარგებლებთ;
- წყალი უნდა იყოს ნორმალური ტემპერატურის, არაა სასარგებლო ცხელი;
- სახის კანი მოარიდეთ ქარს;
- მიმართეთ ექიმს თუ სიცივის ფონზე კანის ფერი შეიცვალა, გაგიჩნდათ წყლულები და გაწუხებთ ტკივილი;
- მზისგან დამცავი კრემი ზამთარშიც გჭირდებათ;
- არ არის სასურველი ხელოვნური რუჯი;
- დერმატოლოგის კონსულტაცია გაიარეთ თუ ქრონიკულად გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები: მშრალი კანი, ქავილი, გამონაყარი, კანის ზედაპირის აქერცვლა.
წყარო:
https://www.nyp.org/patients-and-visitors/advances-consumers/issues/10-tips-for-
protecting-your-skin-in-the-cold-weather